WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდს დაარტყა – ამის შესახებ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება იტყობინება. 

“მტერმა დარტყმა განახორციელა. ამის გამო, მოძრაობა დაახლოებით შუადღემდე შეიზღუდება“, – ამბობს მოსკოვის მიერ ყირიმის ე.წ. მეთაურად დანიშნული სერგეი აქსიონოვი.

მისი თქმით, ხიდზე მოძრაობა შეიზღუდა სავარაუდოდ, 16 ნოემბრის შუადღემდე.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა , რომ  მოწინააღმდეგემ მასზე თავდასხმა დრონებით სცადა და ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.