25 აპრილს, უკრაინაში, ცენტრალურ ჩერკასის რეგიონში, რუსულმა რაკეტამ კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზანა. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა.
თავდასხმა სამოქალაქო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე ქალაქ სმილაში მოხდა, განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, ილია იევლაშმა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმისას, რუსულმა ძალებმა, ისკანდერ-K ტიპის რაკეტა გამოყენა, ევლაშმა.
აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა, ასევე დააზიანა 47 კერძო საცხოვრებელი სახლი, მაღალსართულიანი კორპუსების შუსები კი ჩაამსხვრია - წერს სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" ჩერკასის გუბერნატორი, იჰორ ტაბურეტსი.
მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რაკეტა ჩამოაგდო და დასძინა, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.
რუსულმა ძალებმა იქამდეც დააზიანა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, 19 აპრილს, დნეპროს რეგიონში განხორციელებული დარტყმის შედეგად, როგორც ამის შესახებ უკრაინის ეროვნული რკინიგზა “უკრზალიზნიცია” “ტელეგრამზე” იტყობინება.