“ბათუმელების” ცნობით, 17 მარტს ქალაქში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სადაც ქვეითად მოსიარულეები დაიღუპნენ. გამოცემა წერს, რომ ერთი ავარია კლინიკა “მედინასთან” მოხდა, მეორე კი ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზთან.

40 წლამდე ქალს კლინიკასთან მანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

ცნობილია, რომ ქალს საავადმყოფოში ეჩქარებოდა, სადაც მისი შვილი იწვა და დედას მისთვის რძე მიჰქონდა. შემთხვევა საღამოს 9 საათზე მოხდა. 

მეორე ქვეითი კი, რომელიც ზებრაზე გადადიოდა, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავარიის შედეგად ღამით დაიღუპა.