WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი სააკაშვილის განცხადებას პასუხობს:

,,მიხეილ სააკაშვილი თვითონ ნარკოტიკების მომხმარებლად არის ცნობილი ზოგადად, რაზე იბრძოდა, სად იბრძოდა? ის იბრძოდა, რომ მედიაში რაიმე თავისუფალი სიტყვა არ თქმულიყო. 

ვინც ამ სისულელეზე საუბრობს, მოქმედებს ერთი კონკრეტული ამოცანის შესასრულად, რომ ეს ბრძოლა, რაც მიმდინარეობს ნარკოტიკების წინააღმდეგ, დაყვანილი იყოს რაღაც გარკვეულ შიდა ბინძური პოლიტიკის წარმოდგენის შექმნაზე, თითქოს ის რაღაცა ხდება სცენის მიღმა. რაც უფრო მძლავრი იქნება სახელმწიფოს ბრძოლა ამ ნარკოტიკებსი შემოტანასთან მიმართებაში, მით მეტი იქნება შეტევა სამართალდამცავებზე, პოლიტიკაზეც და სააკაშვილს ძალიან კარგად მოხსენება, თუ რას სჩადიოდა ის იმ პერიოდში და რა ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო, როცა ადამიანები არათუ მოიხმარდნენ, არამედ თავისუფლად ვაჭრობდნენ ნარკოტიკებით. თვითონაც ამათი სტრუქტურებიც ამაში ჩართულები იყვნენ. ანუ მისი წასვლის შემდეგ დაიწყო გამოვლენა ამ სქემების”