“სააკაშვილი პატიების, მადლობის წერილებს მწერდა… ჩემგან ყველა სალანძღავი სიტყვის ღირსია” – ეკა ბესელია

1 week ago 32

პოლიტიკოსი  ქართული ოცნების გუნდის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია, სააკაშვილს პასუხობს და წერს,:

პატიმრობაში რომ არ იყოს სააკაშვილი , ჩემგან ყველა სალანძღავი სიტყვის ღირსია და მხოლოდ ამიტომ ვიკავებ თავს ამჯერად …

როდესაც ძალაუფლების ზენიტში იყო და ადამიანის სიცოცხლე არაფრად მიაჩდა – მას და მის რეჟიმს წლები უკანდაუხევლად , ჩემი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე ვებრძოდი … ახლა მასთან ბრძოლა – მხდლების საქმეა !

რაც საკუთარ თავს დამმართა ამ წლებში იმაზე უარესი ან რა უნდა უთხრა …

მხოლოდ სხვათა პასუხად დავწერ , რადგან მავანი ისევ გაუაზრებლად და მექანიკურად იმეორებს ამ ბოდვას :

ჩახალიანი არ იყო ამნისტიის სახელობით სიაში ; იგი სასამართლომ
გაათავისუფლა და ეს სასამართლოც მისი დამსახურებით შეიქმნა ….

ამნისტიის კანონი სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის შედეგი იყო და ჩვენი დაპირების შესრულება ( ერთადერთის როგორც აღმოჩდა )

ამ ამნისტიით თავადაც ისარგებლა და მისმა რეჟიმმაც , რადგან მისმა მოყვანილმა სასამართლომ
მათაც შეახო ამნისტიის წყალობა …

რუსეთის საქმეს და დავალებებს ორივე კარგად ემსახურა და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელეს….

მიუხედავად სააკაშვილის სისასტიკისა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ , არ გამაბოროტა და როდესაც მისი უფლებების
დაცვაზე მეკითხებოდნენ – როგორც პატიმარი ემპათიით მოვიხსენიე…. ამის გამო ჯერ პატიებას , შემდეგ მადლობის წერილებს მწერდა ….

ახლა ისევ რომ მოისმინა მისი მმართველობის პერიოდზე ჩემი კომენტარი- ეს ბოდვა დაწერა :)))

არ ვბრაზდები. მეღიმება. რა დონემდე დაეცა ….

ივანიშვილს გავემიჯნე სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეების დაწინაურების გამო და სააკაშვილის დაბრუნებას არასოდეს შევუწყობ ხელს , სულ რომ მარგალიტები წეროს!!!

ჩემთვის ვინც ჩადის უსამართლობას მიუღებელია და სწორედ ამიტომ დავუპირისპირდი ორივე რეჟიმს !!!

ის ხალხი კი ვინც ამაზე თვალს ხუჭავდა და დღესაც დუმს – ასევე მიუღებელია !!!

“ბესელიამ ამნისტიით გაუშვა ГРУ-ს აგენტი და ჯავახეთის სეპარატისტების ლიდერი” – ვის გვარებს ასახელებს სააკაშვილი

სრულად წაკითხვა