“საამაყო მოქალაქები”- როგორ ეხმაურებიან “შუა ქალაქის” მსახიობები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს

14 hours ago 2

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თითქმის ერთი თვეა აპ­რო­ტეს­ტე­ბენ 28 ნო­ემ­ბერს მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს.

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ბევრ ნაცნობ სახეს ვხვდებით, მათ შორის, ყველასათვის საყვარელი სერიალების გმირებსაც.

ცნობილი სერიალის, “შუა ქალაქის” გმირები, ბაჩო ქაჯაია, ( ლაშა) გოგა ბარბქაძე (დათო) და მაია დობორჯიგინიძე (მარიკა) საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად აქციაზე მივიდნენ.

“მუხტს ჩაქრობა არ უწერია, რადგან აგორებულია, ტალღა აწეულია. ჰაერში ვერ გაჩერდება, შესაბამისად ეს მუხტი ვერ ჩაქრება.”- აღნიშნა ბაჩო ქაჯაიამ მედიასთან.

“საამაყო მოქალაქები”- როგორ ეხმაურებიან “შუა ქალაქის” მსახიობები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს

მეუღლეებს, გოგა ბარბაქაძესა და მაია დობორჯიგინიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა როგოროც უკვე გითხარით, მათ საკუთარი პოზიცია აქციაზე მისვლით დააფიქსირეს.

რაც შეეხებათ სხვა მსახიობებს, ოთარ ტატიშვილი (ირაკლი) ჯერჯერობით რუსთაველზე არ გამოჩენილა, ის ამჟამად ტელეკომპანია იმედის თანამშრომელია.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ არც “დებ ღლონტებს” თათული ედიშერაშვილსა და თამუნა ნიკოლაძეს.

სრულად წაკითხვა