WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც მას 9-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურის ცნობით, ქარდავას ბრალი ედებოდა სექსუალურ ძალადობაში, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

გარდა ამისა, 22 სექტემბერს, ქარდავას ბიუჯეტიდან 768 107 ლარის მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა – თუმცა, “ამნისტიის შესახებ” კანონის შესაბამისად სასჯელი განახევრდა და 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.