ქუთაისში, საახალწლო კონცერტზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს.
ერთ-ერთი მოქალაქე სცენაზე ავიდა და მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს აქციის დროს სპეცრაზმის მიერ ნაცემი და დაშავებული მოქალაქეების ფოტოები მისცა.
კონცერტი მოქალაქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ნაცემი ადამიანების ფოტოებით იდგნენ კონცერტზე.