“”საახალწლო სოფელში“ უამრავი ადამიანია შეკრებილი – ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ“- კალაძე

12 hours ago 4

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, “საახალწლო სოფელში“ შეკრებილ საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ.

“ვიმ­ყო­ფე­ბით სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში, მინ­და გაჩ­ვე­ნოთ თუ რო­გორ არის გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი. 2017 წლი­დან ერ­თგვარ ტრა­დი­ცი­ად იქცა “სა­ა­ხალ­წლო სოფ­ლის“ გა­კე­თე­ბა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბა და წელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზია და უფრო მას­შტა­ბუ­რია.

ამ მას­შტა­ბის ყი­ნუ­ლის მო­ე­და­ნი ჩვენ არას­დროს არ გვქო­ნია დე­და­ქა­ლაქ­ში და გე­პა­ტი­ჟე­ბით ყვე­ლას. მობ­რძან­დით თქვე­ნი შვი­ლე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით. სა­ო­ცა­რი გა­რე­მოა.

“საახალწლო სოფელში“ უამრავი ადამიანია შეკრებილი. ტელეკომპანია “პირველის“ ჟურნალისტი გამოდის და აქ შეკრებილ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. ჩემი თხოვნა იქნება, ცოტა ზრდილობა იქონიეთ. ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს.

სრულად წაკითხვა