დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა სხვიტარიძის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
სხვიტარიძეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული კიდევ ერთი საქმის ფარგლებში, სადაც მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს და დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადეს. ოლიგარქის პოლიცია დიღმის სამმართველოს შენობაში მას სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა.