საბაზრო ღირებულება ცნობილია – თორნიკე კვარაცხელიას ფასი პირველად განისაზღვრა

2 hours ago 2

სრულიად საფეხბურთო სამყარო, ხვიჩა კვარაცხელიას ძმას, თორნიკე კვარაცხელიას აკვირდება.

ცოტა ხნის წინ, ავტორიტეტულმა სააგენტო Transfermarkt-მა თორნიკეს საბაზრო ღირებულება პირველად განსაზღვრა.

2026 წლის, 10 ივნისის მონაცემებით, „დინამო თბილისის“ შემტევის საბაზრო ღირებულება 500 000 ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით, უმცროსი კვარაცხელია Crystalbet ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებს შორის მე-11 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი „დინამო თბილისში“ 16 მაისს იბერია 1999-ის წინააღმდეგ შედგა.

Post Views: 23

სრულად წაკითხვა