საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს ბინის შესაძენი თანხა გადასცეს

3 hours ago 3

MMA Georgia ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახისთვის თანხის შეგროვების ინიციატივით გამოვიდა.

საჭირო თანხის შეგროვება რამდენიმე დღეში მოხერხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, მარკეტერი და სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ჯიბლაძე ავრცელებს.

„გალის რაიონის სოფელ საბერიოში დაღუპული ბავშვების მშობლები უბედური შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. ამ ენით აღუწერელ ტრაგედიას სიტყვებს ვერ მოუძებნი, რა მხრიდანაც არ უნდა მოუარო. ჩვენი კომპანიის ნაბიჯი, შეეძინა საცხოვრებელი სახლი დაღუპული ბავშვების მშობლებისთვის, იმედის და თანადგომის აქტია მხოლოდ. უამრავ პოსტზე დაგვთაგეს, ხალხს სათქმელი უმეტესად ერთი და იგივე ფრაზა ჰქონდა: “მადლობა რომ არ მიატოვეთ ამ გაჭირვებაში, ქუჩაში უიმედოდ დარჩენილი დედ-მამა”… მეც მინდოდა მეთქვა რაღაც, მაგრამ სამწუხაროდ, არც მე მაქვს სიტყვები“, – წერს ნინო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა