“საბჭოთა გადმონაშთია ეს ახალი წელი… პატრიარქს უნდა რომ ეს შეცვალოს” – რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი

1 day ago 1

პატრიარქმა ახალი წლის მილოცვის ვიდეოს დამონტაჟების შესახებ იცოდა, ამის შესახებ ინფორმაციას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ავრცელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაირკვა თუ არა, ვინ დაამონტაჟა ვიდეო, მიტროპოლიტი ნიკოლოზის პასუხი იყო “დიახ” … “არ გეტყვით”.

“47 წელია გვილოცავს როგორც პატრიარქი ახალ წელს, წელს არ მოგვილოცა, იცით რატომ? იმიტომ რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რუსეთს თუ არ ჩავთვლით, რომელიც აღნიშნავს ჯერ ახალ წელს, შემდეგ შობას. საერთოდ ახალი წელის არსად არ აღინიშნება, არაა დღესასწაული და ჩვენ ჯერჯერობით აქედან ვერ გამოვდივართ და პატრიარქს უნდა, რომ ეს შეგვიცვალოს და მოგვილოცოს შობა და არა ახალი წელი.

მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მისი [გამიზნული გადაწყვეტილება] , მას ვესაუბრეთ, გუშინაც ვიყავით მასთან, აბსოლუტურად ფუნქციონირებს ეს ადამიანი.

მარტო რუსეთშია ეს და ჩვენთან. საბჭოთა კავშირის გადმონაშთია ეს ახალი წელი. საბჭოთა კავშირიდან ვერ გამოვსულვართ. მარტო რუსეთი და საქართველო აღნიშნავს. მე დავდივარ მსოფლიოში და ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ მთავარი დღესასწაული არის შობა და არა ახალი წელი. და პატრიარქს უნდა რომ ეს შეცვალოს.” – აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

სრულად წაკითხვა