WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კახა კალაძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირების მიზნით, თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს ნიშნავს.

სპეციალური მარშრუტები 2 ივლისიდან 30 ივლისამდე პერიოდში იფუნქციონირებს და გამოცდების მონაწილეებს 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.

ავტობუსები გავლენ შემდეგი მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებიდან:

  • „ახმეტელის თეატრი“
  • „დიდუბე“

„სამგორი“ (ზედა გასასვლელი.

“თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 2 ივლისიდან 30 ივლისამდე საგამოცდო ცენტრების: 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე და 191-ე საჯარო სკოლების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.