საგამოცდო ცენტრებში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

1 month ago 47

1

ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა და დაიწყო უშუალოდ გამოცდა.

ახალგაზრდები, სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად, როგორც ყოველთვის, პირველად, ქართულ ენასა და ლიტერატურას აბარებენ.

ქვეყანაში სულ 24 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს. ყველა მათგანი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. გარდა ამისა, თბილისში მდებარე 8 ცენტრში მისასვლელად, მეტროდან დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი.

აბიტურიენტთა რაოდენობა წელს 43 ათასს აღემატება.

სრულად წაკითხვა