საგანგაშოა თუ არა ჩვენი ქვეყნისთვის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლების შემცირება? – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

5 days ago 2

სააგენტო "პარალელი"
საგანგაშოა თუ არა ჩვენი ქვეყნისთვის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლების შემცირება? – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის პირველი სამი კვარტალის მონაცემებით ადგილობრივი ექსპორტი 2 040. 3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2023 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 105.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 753 მლნ. აშშ დოლარით ნაკლებია (ცხრ. N 1).

ადგილობრივი ექსპორტი კარგი  მაჩვენებლებია იმის გასაანალიზებლად თუ სახელმწიფოს რა პოტენციალი გააჩნია საერთაშორისო ბაზრებიდან ქვეყნის შიგნით უცხოური ვალუტის მოსაზიდად. უცხოური ვალუტის (კერძოდ კი აშშ დოლარის) მიწოდების ოდენობის შემცირება ფინანსურ ბაზრებზე დეფიციტს ქმნის მათზე და ლარის კურსის დევალვაციას იწვევს (გრაფიკი N1). ლარის კურსის შემცირება თავის მხრივ მოქმედებს ფასების ზრდაზე და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის შემცირებაზე.

კიდევ ერთი ფაქტორი რატომაც ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების შემცირება საგანგაშოა სამუშაო ადგილების სიმცირეა. მართალია იგივე საქსტატის მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ ისმის კითხვა: რის ხარჯზე? ძირითადად თვითდასაქმებულებისა (ცხრ. N 2) და საქართველოში იმიგრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე (ცხრ. N3).

საერთო ჯამში ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლების შემცირება საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს მათთვის ვინც ქართული სახელმწიფოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ავტორები არიან, თუ მხოლოდ საკუთარი სავარძლების შენარჩუნებით არ არიან დღეს დაკავებულნი.

ცხრილი N1

წყარო: საქსტატი

 

გრაფიკი N 1

წყარო: „საქართველოს ბანკი“

 

ცხრილი N 2 საქართველოში სამუშაო ძალის მაჩვენებლები

                                                       ათასი კაცი
  2023_I 2023_II 2023_III 2023_IV 2024_I 2024_II 2024_III
სულ 15+ მოსახლეობა 2985.3 2999.6 3018.9 2984.5 2963.8 2951.3 2988.7
სამუშაო ძალა 1551.1 1594.3 1618.5 1621.3 1630.5 1607.6 1633.4
დასაქმებული 1271.9 1327.4 1366.3 1372.7 1401.9 1387.8 1407.6
დაქირავებული 863.5 916.7 943.2 958.4 952.9 935.8 974.4
თვითდასაქმებული 407.7 410.2 422.8 413.8 448.2 451.5 432.7
გაურკვეველი 0.7 0.5 0.3 0.5 0.8 0.5 0.5
უმუშევარი 279.2 266.9 252.2 248.6 228.6 219.7 225.7
მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ 1434.2 1405.3 1400.5 1363.2 1333.3 1343.8 1355.3
უმუშევრობის დონე, პროცენტი 18.0 16.7 15.6 15.3 14.0 13.7 13.8
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, პროცენტი 52.0 53.2 53.6 54.3 55.0 54.5 54.7
დასაქმების დონე, პროცენტი 42.6 44.3 45.3 46.0 47.3 47.0 47.1

წყარო: საქსტატი.

 

ცხრილი N3.

წყარო: საქსტატი

ავტორი
ალექსი ნონიაძე

საგანგაშოა თუ არა ჩვენი ქვეყნისთვის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლების შემცირება? – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები
პარალელი

სრულად წაკითხვა