სად არის სახალხო დამცველი?! მოვუწოდებ, იმოქმედოს! – სალომე ზურაბიშვილი

1 week ago 6

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ სახალხო დამცველი დუმს და უმოქმედოდაა საზოგადოების უფლების შეზღუდვაზე, რომლის უფლებაცაა იყოს სასამართლო პროცესის უშუალო დამკვირვებელი:

სად არის სახალხო დამცველი, როცა პოლიტპატიმრების სასამართლოების დროს ვხედავთ ჩვენს მოქალაქეებზე უხეშ, დამამცირებელ მოპყრობასა და ძალადობას, რამაც სისტემატური ხასიათი მიიღო. იგი დუმს და უმოქმედოა – მოვუწოდებ სახალხო დამცველს იმოქმედოს! იმოქმედოს სწრაფად, რათა შეწყდეს მოქალაქეთა მიმართ სასამართლოს მანდატურების მძიმე და დამამცირებელი ქმედებები,

იგი დუმს და უმოქმედოა მანდატურების ამ მიუღებელ და აღმაშფოთებელ საქციელთან დაკავშირებით;

იგი დუმს და უმოქმედოა, საზოგადოების უფლების შეზღვუდვაზე, რომლის უფლებაცაა იყოს სასამართლო პროცესის უშუალო დამკვირვებელი;

იგი დუმს და უმოქმედოა, მაშინ როცა ვალდებულია ადამიანის უფლებები დაიცვას, აიღოს მანდატით მინიჭებული პასუხისმგებლობა და მსგავსი ფაქტების მიმართ ჰქონდეს შესაბამისი და მყისიერი რეაგირება;

იგი დუმს და უმოქმედოა, რითიც ამართლებს ძალადობრივ გარემოს და იმ უსამართლობის გარდა, რაც სასამართლოს დარბაზებში ხდება, საზოგადოებაში კიდევ უფრო აძლიერებს დაუცველობისა და უსამართლობის განცდას;

მოვუწოდებ სახალხო დამცველს იმოქმედოს!

იმოქმედოს სწრაფად, რათა შეწყდეს მოქალაქეთა მიმართ სასამართლოს მანდატურების მძიმე და დამამცირებელი ქმედებები“, –  წერს სალომე ზურაბიშვილი 

სრულად წაკითხვა