დაპირებისამებრ, პერიოდულად აქვეყნებს მარიამ ხარშილაძე დედის, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე ინფორმაციას სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით:
“ხმაურით ჩაიარა ელისოს დღევანდელმა პროცესმა❗️
ოთხჯერ ნასამართლევი “მოწმე” გია ჯიბლაძე აძლევდა ჩვენებას. ის ადამიანი, რომელიც წელიწადნახევარი იჯდა ციხეში უკანონო ქოლცენტრების საქმეზე, აღიარებული აქვს საკუთარი დანაშაული და ელისოზე ცრუ ჩვენების მიცემის შემდეგ მოიპოვა თავისუფლება.
ფხიზელი თვალისთვის მარტივი შესამჩნევი იყო, რომ გია ჯიბლაძე , დღეს , სავარაუდოდ მძიმე ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ბლუკუნა ჩვენების მიცემისას ადვოკატებმა მოითხოვეს ნარკო ტესტის ჩატარება. რამდენად სანდოა მოწმე, რომელიც სასამართლო დარბაზში სავარაუდოდ “კაიფში” იმყოფება❓
იცით რა მოხდა ? 4ჯერ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია – არავინ მოვიდა. რა თქმა უნდა, გენერალურ ინპექციაშიც დარეკეს, რომ სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე პატრული არ რეაგირებს.
შემდეგ მანდატურებისა და სახელმწიფო დაცვის თანხლებით გააცილეს გია ჯიბლაძე – ეს არის პირდაპირი მფარველობა.
სად ვიპოვო სამართალი, როცა სახელმწიფო სტრუქტურები დამნაშავეებს იცავენ❓
ვის მივმართო ⁉️” – წერი მარიამ ხარშილაძე.
paraleli პოლიტიკა