ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
გუშინ უკრაინამ პირველად ომის დაწყების შემდეგ მოახერხა მოსკოვის ცის დაპყრობა. არა მხოლოდ ერთი ორი დრონის შეშვება, არამედ დედაქალაქის სერიოზული დაწიოკება. შეტევის ძირითადი სამიზნე იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (Kapotnya / Gazprom Neft) . ეს არის რუსეთის დედაქალაქის და მოსკოვის რეგიონისთვის საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელი ქარხანა, რომელიც მოსკვის ტერიტორიაზე მდებარეობს. დედაქალაქისა და მოსკოვის ოლქისთვის და ეს ქარხანა უზრუნველყოფს:
– დაახლოებით 40% მაღალი ოქტანობის ბენზინის მიწოდებას;
– დაახლოებით 50% დიზელის საწვავის მიწოდებას.
როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ კაპოტნიას ქარხანა არის (იყო) აეროპორტებისთვის ავიაციური საწვავის ძირითადი მიმწოდებელი.
ამ მხრივ ოფიციალური სტატისტიკა დახურულია, მაგრამ სპეციალისტების აზრით Kapotnya-ს მოსკოვის აეროპორტებისთვის ავიასაწვავის 50-70% მდე აწარმოებდა ამიტომ, ეს ქარხანა რუსუსლი ავიაციიისთვის საწვავის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყაროა. საავიაციო ნავთი ამ ქარხნიდან პირდაპირ მილსადენით მიეწოდებოდა შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებს. მისი გაჩერება ან შეზღუდული მუშაობა იწვევს სერიოზულ პრობლემებს მთელი რუსეთის ავიაგადაზიდვებში.
რუსეთში ავიაციაც იმდენად უჭკუოთაა მოწყობილი, რომ ხშირ შემთხვევაში , ერთი რეგიონიდან მეორეში გადასაფრენად, მოსკოვის აეროპორტები უნდა გამოიყენო ტრანზიტად. მოსკოვი ასევე რჩება საზღვარგარეთ ავიარეისების აბსოლუტურ ლიდერად. შესაბამისად, ამ უზარმაზარი ქვეანაში მოსკოვის ოთხ აეროპორტზე მოდის რუსეთის შიდა მგზავრების თითქმის მესამედი, საერთაშორისო გადაზიდვების 60% !
ჰო, მთავარი კითხვა! სადაა “Лучшая в мире” და საერთოდ, “Аналогов нет” რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები?. აქ არ დავწერ, მაგრამ ყველა მიხვდებით, ძალიან ცუდ ადგილას!
ფაქტია, რომ უკრაინამ საკმაოდ პრიმიტიული, დაბალი სიჩქარის მქონე საჰაერო დრონებით გაარღვია მოსკოვის სამეშელონიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა, თან გარღვევაცაა და გარღვევაც!
სანამ “ქართული ოცნება” რუსეთის უკრაინაში სწრაფი გამარჯვების იმიდად, მედინსკისთან, სოლოვიოვთან და მათ ამფსონებთან ერთად თავგანწირულად ებრძოდა “კაცების გათხოვების” თუ “ქალების განკაცების” ანტიქრისტიანულ, “ევროპულ პრაქტიკას” და “იცავდა ქართველ ერს”, “გარყვნილი ევროპელების მავნე გავლენისგან”, მგონი ჩვენი ხელისუფლების და მსოფლიოში ყველა დიქტატორის თუ ავტორიტარის პირადი მეგობრის, პუტინის საქმე რაღაც მთლად კარგად ვეღარ წავიდა. რუსეთის ხელისუფლებას სასიამოვნო დღეეები უკვე არც ახლა უდგას და არ წინ უჩანთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა. ფაქტია, რომ უკრაინამ ამ ორ დღეში პუტინის რეჟიმის სტაბილურობის და მშვიდობის მთავარი ბასტიონი, მოსკოვი, მაგრად შეარყია. ჰოდა, პაპუაშვილებს, გორდულაძეებს, მახაშვილებს, ზარქუებს და სხვებს ემანდ “ქეთო და კოტეს” მაჭანკალივით ისტერიული ყვირილი არ მოუწიოთ “მოგვატყუეს მაკაარ (ბიძინა), მოგვატყუეს”!
P.S. სულ მაინტერესებს ვინმეს კისერზეა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ცოდვა, 2022 წელს ვინმემ დაარწმუნა ესენი უკრაინაში რუსეთის სწრაფ გამარჯვებაში, თუ თავად, საკუთარი უჭკუობით გაყვეს თავი წისქვილის საფქვავში?

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·