Georgian Dream Finance Minister Lasha Khutsishvili presents 2026 state budget project to MPs, December 10, 2025; Photo: parliament.geსაქართველოს სადავო პარლამენტმა 10 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 80 ხმით ცხრის წინააღმდეგ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
ბიუჯეტის პროექტი „ქართული ოცნებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა.
მისი თქმით, 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-ს შეადგენს. საშუალო ინფლაციის პროგნოზი 2026 წელს 3.3%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%). ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114.1 მილიარდ ლარის ოდენობით.
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 27.4 მილიარდი ლარის ოდენობით, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მომდევნო წელს 33.5%-მდე შემცირდება. 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 36.285 მილიარდ ლარს შეადგენს, შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი კი 30.76 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრება, განაცხადა მინისტრმა.
საბიუჯეტო დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 9.66 მლრდ ლარი;
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 2.7 მილიარდი ლარი;
- კულტურის სამინისტრო – 365 მლნ ლარი;
- სპორტის სამინისტრო – 325 მლნ ლარი;
- ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 3.113 მლრდ ლარი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 808 მლნ ლარი;
- რეგიონული განვითარების სამინისტრო – 133 მლნ ლარი;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 928 მლნ ლარი;
- ფინანსთა სამინისტრო – 130 მლნ ლარი;
- იუსტიციის სამინისტრო – 443 მლნ ლარი;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო – 225 მლნ ლარი;
- თავდაცვის სამინისტრო – 1.89 მილიარდი ლარი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1.547 მილიარდი ლარი;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – 380 მლნ ლარი.
This post is also available in: English
Read Next
29/10/2025 - 18:34
პარლამენტში დეპუტატ დავით კოდუას ადგილმონაცვლე ზურაბ ქადაგიძე გახდა
28/10/2025 - 14:28
გახარიას პარტიის 11 წევრმა სადავო პარლამენტში სადეპუტატო ადგილები დაიკავა
11/12/2024 - 10:38
პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
03/02/2024 - 20:10
ოთხ რელიგიურ გაერთიანებას სახელმწიფო დაფინანსება ეზრდება
15/12/2023 - 17:31
პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
07/12/2021 - 14:00

1 week ago
15







English (US) ·
Georgian (GE) ·