ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმს ალექსანდრე ლუკაშენკოსადმი, ემოციური შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით ქაცარავა:
“ხ*ილოს მინი ხ*ილომ, ანუ ლუკაშენკამ, ზელენსკის ულტიმატუმი გაითვალისწინა და რუსების რეტრანსლატორები გამორთო.
შეგახსენებთ, რუსები ამ რეტრანსლატორებს იყენებდნენ უკრაინელების წინააღმდეგ.
გგონიათ, ბაბაიას ძახილმა ჩააჯ*ევინა ამ ხ*ილოს მონას?
სულაც არა.
ლუკაშენკა კარგად მიხვდა, რომ თავყბას დაალეწავდნენ რომ გაჯიქებულიყო.
ხო, ეს “დათვს ბაბაია დაუძახე, თუ ვერ ერევიო”, არ მგონია ქართული ანდაზა იყოს.
(არც უკრაინულია, როგორც ხედავთ).
სადაც ერს აქვს “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, იქ ბაბაიას ადგილი არაა.
ბაბაიას ძახილი, ეს ქოცების ბუნებაა“, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისათვის – ვოლოდიმირ ზელენსკის ულტიმატუმი ალექსანდრე ლუკაშენკოსადმი:
“უკრაინის საზღვრის გასწვრივ განლაგებულია ტექნიკა, რომელიც უკრაინის მოსახლეობაზე ცეცხლის კორექტირებას ახდენს. ერთ კვირას ვაძლევ მის გასაყვანად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თავად გავაკეთებთ ამას“.

12 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·