14
ლაშა ბექაური აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“ნეტა მანდ ვყოფილიყავი!
მერაბ, საბა, თქვენ ქართულ გულს ვენაცვალე! ისეთი პასუხი გაეცით, როგორიც შეგვეფერება! შეიძლება რიცხობრივად ცოტა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ქართულ გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებთ! მაგ ტურებს სადაც შევხვდები, ჩემ წილ ქართულ პასუხს იქ გავცემ! მერაბ შენთან ვართ!”- ვკითხულობთ ბექაურის ფეისბუკ პოსტში.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს თავს დაესხნენ უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები (გუნდის წევრები).
თავდასხმა არასპორტული და რიცხობრივი უპირატესობით (რამდენიმე ადამიანი ორის წინააღმდეგ) წარიმართა, თუმცა ქართველმა მებრძოლებმა თავის დაცვა და ღირსეული პასუხის გაცემა შეძლეს.
მომხდარის შემდეგ თავდამსხმელები ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.
საერთაშიროსო alia.ge