“საელჩოები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, პირდაპირ ჩართულები არიან, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება” – კახა კალაძე

7 hours ago 2

საელჩოები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, პირდაპირ ჩართულები არიან, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება, ხელი შეუწყონ აქციების მიმდინარეობას, ხელი შეუწყონ რევოლუციური სცენარების მოწყობას“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, აქციების მიმდინარეობისას პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას დიპლომატიური კორპუსი არ გამოხმაურებია.

ეს ადამიანები ხელს უწყობენ და ახალისებენ ამგვარ ქმედებებს. საელჩოები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, პირდაპირ ჩართულები არიან, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება, ხელი შეუწყონ აქციების მიმდინარეობას, ხელი შეუწყონ რევოლუციური სცენარების მოწყობას. ეს თანხები საიდან მოდის, ვინ აფინანსებს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საიდან იღებენ ამდენ თანხებს? დასვით ეს შეკითხვები და ძალიან მარტივია ყველაფერი.

არ იფიქროთ, რომ ისინი რაიმე განცხადებას გააკეთებენ, ან ამ რადიკალური დაჯგუფების რომელიმე წარმომადგენელი. მაგალითისთვის, გაიხსენეთ, როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ელისაშვილი და ჩაარტყა, რა განცხადებებს აკეთებდნენ, როგორი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ. ეს ადამიანები თავიანთი მსოფლმხედველობით ჩვეულებრივი მოძალადეები არიან, ახალისებენ ძალადობას, უბედურებას. გაიხსენეთ, პოლიციელს წვავდნენ ცოცხლად, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს და კამპანია მიმდინარეობდა ამაზე, რომ გმირად წარმოეჩინათ ის ადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა. შემდეგ ეს ადამიანი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე? ჩვეულებრივი მოძალადეები არიან, ახალისებენ ძალადობას. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ქვეყანაში იცავენ წესრიგს, კანონს და მშვიდობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

სრულად წაკითხვა