“საელჩოებო, ჩემი შეხედულებები არ იყიდება” – რომელმა საელჩომ სცადა ნიკოლოზ მეტრეველის მოსყიდვა ვიზით, ან დასაქმებით?

7 hours ago 1

101

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი თანამშრომელი, ნიკოლოზ მეტრეველი ამტკიცებს, რომ ერთ–ერთმა საელჩომ შეხვედრა სთხოვა და მან კი უპასუხა – “ჩემი ანალიზი საჯაროა და გაეცანითო.” იგი თვლის, რომ მისი მოსყიდვის მცდელობა იყო შესაძლებელი ვიზით, ან დასაქმებით და მიიჩნევს, რომ სხვა საელჩოებსაც მოუნდეთ მისი მოსყიდვა, ამიტომ, ყველა საელჩოს აფრთხილებს:

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლისგან მივიღე შეხვედრის შეთავაზება. მითხრეს, რომ სურდათ ჩემი, როგორც ექსპერტის, შეფასებების მოსმენა. მეტიც, თუ საელჩოში მისვლა ჩემთვის არასასურველი იქნებოდა, მზად იყვნენ შეხვედრა ნებისმიერ სხვა, ჩემთვის მისაღებ ადგილას გამართულიყო.

წლების წინ ასეთ შეთავაზებას, ალბათ, დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი. თუმცა, დღეს ამგვარ ინიციატივებს სრულიად განსხვავებული თვალით ვუყურებ. ჩემი პოზიციები საჯაროა, ჩემი ანალიზი საჯაროა და ვისაც მათი გაცნობა სურს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში საკმარისი შესაძლებლობა აქვს. აქედან გამომდინარე, მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ. ამასთან, მსურს ეს გზავნილი სხვა საელჩოებმაც მიიღონ: ნუ დახარჯავთ დროს ჩემთან მსგავსი კომუნიკაციის დამყარების მცდელობაში. ჩემი შეხედულებები არ იყიდება, არ იცვლება მოწვევებით და არ ყალიბდება არაფორმალურ შეხვედრებზე.

და ბოლოს: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ექსპერტის ან ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქის პოზიციაზე გავლენის მოხდენა შესაძლებელია ვიზით, მოგზაურობის შესაძლებლობით ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში სარფიანად დასაქმების პერსპექტივით, ძალიან ცდება.

ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობის მთავარი მიზანი მუდამ იყო და იქნება საქართველოს გამთლიანება და მისი შემდგომი სუვერენიტეტის დაცვა. სწორედ ამიტომ, ჩემს პოზიციებს ვაფიქსირებ საჯაროდ, ღიად და ყოველგვარი შუამავლების გარეშე.

სრულად წაკითხვა