ვაზიანის N 2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ვაზიანის N 2 საჯარო სკოლა: პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები მწუხარებას გამოთქვამენ IX კლასის მოსწავლის, ლიზი უგულავას გარდაცვალების გამო.
ანგელოზების დასს შეუერთდა საოცრად თბილი, მოსიყვარულე, კარგი: მოსწავლე, ამხანაგი, მეგობარი, შვილი და დაიკო.
ვაჟკაცურად ებრძოლა ეს სიფრიფანა გოგო ვერაგ სენს, სამწუხაროდ დამარცხდა. დაგვიტოვა ტკივილი და თბილი მოგონებები.
უფალმა გაანათლოს შენი სული ლიზი, ოჯახს გამძლეობას ვუსურვებთ…“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატად, რასაც დღეს თითოეული ჩვენგანი განიცდის…😥ჩვენმა კეთილშობილმა,სიცოცხლით სავსე, ღიმილიანმა, ცისფერთვალება ფერიამ გადაინაცვლა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ… Lizi Ugulava ჩვენი მოსწავლე, ჩვენი პატარა მეგობარი წავიდა ზეციურ სასუფეველში და დაგვიტოვა უსასრულო სევდა…
ვაზიანის N 2 საჯარო სკოლის წარმომადგენლების სახელით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, კლასელებს, მეგობრებს… ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ლიზის ლამაზ სულს!
,,ქარვათა მორევში ეშვება ფარდები,
საღამო კანკალებს კრძალვით და რიდობით,
ქვითინებს მამული,ტირიან ვარდები,
მშვიდობით,მშვიდობით…”