საზოგადოებრივ მაუწყებელთან განახლდა მოქალაქეების პროტესტი

2 days ago 2

საზოგადოებრივ მაუწყებელთან განახლდა მოქალაქეების პროტესტი, რომლებიც ითხოვენ მაუწყებლის ეთერის დათმობასა და მენეჯმენტის გადადგომას.

მოძრაობის "საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციები გაიმართება 5 და 6 იანვარსაც.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, რომელიც ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების შეჩერებას შეეხებოდა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მრავალათასიანი აქციები დაიწყო.

პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, 2025 წლის 4 იანვარი

პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, 2025 წლის 4 იანვარი

აქციების მონაწილეები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა დემონსტრანტების დარბევის და პოლიციის მხრიდან მათზე და ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ, აქციების მოთხოვნას პასუხისმგებელი პირების დასჯა დაემატა.

პარლამენტთან საპროტესტო გამოსვლების პარალელურად დემონსტრანტების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც იკრიბებოდა და პირდაპირ ეთერში საჯარო დისკუსიებს და მენეჯმენტის გადადგომას მოითხოვდა.

ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - "პირველი არხი" „საგანგებო ეთერის“ ფორმატში საღამოს გარკვეულ დროს უთმობს როგორც პროევროპული აქციების მომხრეებს, ასევე მათ მოწინააღმდეგეებსაც.

სრულად წაკითხვა