საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

13 hours ago 2

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძის მიმართ დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა.

„პატრია „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის წახალისება პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა. საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება, დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების6 წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები პრაქტიკული უგულებელყოფა, კი ახალისებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას.

ამის მიუხედავად, კვლავ, მოვუწოდებთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
აწარმოოს სწორი კვალიფიკაციით მიმდინარე ეფექტიანი გამოძიება.

საქართველოს პროკურატურას:
სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელოს ქმედითი საპროცესო ზედამხედველობა და დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა“, – აცხადებს საია.

სრულად წაკითხვა