საია: სამართალდამცავთა უმოქმედობა აჩენს ეჭვს, რომ ე.წ “ტიტუშკებთან“ ერთად მოქმედებენ

2 weeks ago 6

2

“საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია” “პუბლიკას” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ფიზიკური ძალადობის დროს, იქვე მდგომი პოლიციელების უმოქმედობა აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ “ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ.

“სამართალდამცველები შემთხვევასთან ძალიან ახლოს იდგნენ, მათ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ ამ ფაქტზე“, – წერია განცხადებაში.

მინდია გაბაძეს, ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, თავს დაესხნენ ფიზიკური პირები, ე.წ. „ტიტუშკები“ და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

იმის მიუხედად, რომ სამართალდამცველები შემთხვევასთან ძალიან ახლოს იდგნენ, მათ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ ამ ფაქტზე.

სამართალდამცავთა უმოქმედობა, არა მარტო, პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი სამსახურეობრივი გულგრილობაა, არამედ, აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ “ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ, რათა ძალადობრივად ჩაახშონ ლეგიტიმური პროტესტი.

აღნიშნულის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტიც, რომ მომიტინგეების დამაშინებელი ე.წ „ტიტუშკების რეიდი“ საქართველოში დაიწყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, როდესაც უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან. „ტიტუშკების რეიდებს“ ადგილი ჰქონდათ, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ პროტესტებზეც“, – წერია საიას განცხადებაში.

ცისფერ გალერეასთან “პუბლიკას” ჟურნალისტს სცემეს – გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გაბაძეს ფიზიკურად “ქართული ოცნების” ტიტუშკები გაუსწორდნენ.

შემთხვევა ცისფერ გალერეასთან მაშინ მოხდა, როცა მინდია გაბაძე საპროტესტო აქციას აშუქებდა.

სრულად წაკითხვა