საია: უჩა აბაშიძეს ეზღუდება დაცვის უფლება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია

1 week ago 12

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბლოგერისა და აქტივისტის, უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს ადვოკატს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრებისა უჩა აბაშიძესთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ამ დროისთვის მიმდინარეობს უჩა აბაშიძის საცხოვრებლის ჩხრეკა.

ადგილზე მისულია არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატი, რათა დაიცვას უჩა აბაშიძის ინტერესები და დაესწროს საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა, უწყება არ აძლევს მას ბინაში შესვლის და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობას.

აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს ამ პირის დაცვის უფლების შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებას, ადვოკატს დაუყოვნებლივ მისცეს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციას შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტი და მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება”, – წერია საიას განცხადებაში.

უჩა აბაშიძის სახლთან იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები და ანტირუსული პროტესტის მონაწილეები.

სრულად წაკითხვა