WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

10.09.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

საია სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დაწყებას ცენზურად აფასებს და შსს-ს საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, შსს-ს მიერ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის საბაბით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯა შემაშფოთებელ პრაქტიკად იქცა, რომელიც საზოგადოების დაშინებას, მწვავე პოლიტიკური გამოხატვის დასჯას და მსუსხავი ეფექტის შექმნას ისახავს მიზნად.

„სიახლე არ არის, რომ სახელმწიფო სრულიად უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის დადგენილ სტანდარტებს, მათ შორის, არ ითვალისწინებს გამოხატვის მნიშვნელობას საჯარო დისკუსიაში, არ აფასებს ჩარევის აუცილებლობასა და პროპორციულობას. საიას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თავად ვულგარული ფრაზების გამოყენება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ განცხადება შეურაცხმყოფლად ან საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევად იქნას მიჩნეული. გასათვალისწინებელია, რომ ვულგარულ გამოხატვას შესაძლოა, მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაიცვან სათანადო ბალანსი და უნდა განასხვაონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გამოხატვა გაუმართლებელი პირადი შეურაცხყოფისგან“, — აცხადებს საია.

ორგანიზაციის შეფასებით, თორნიკე რაზმაძის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება განსაკუთრებით ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას — გარდა იმისა, რომ სახელმწიფო სრულიად უგულებელყოფს კომენტარის კონტექსტს და საჯარო დისკუსიაში მის მნიშვნელობას, ამ შემთხვევაში, მსუსხავი ეფექტის შექმნის სამიზნე, მათ შორის, კრემლის ანტი-ქართული პროპაგანდისადმი კრიტიკული გამოხატვაც ხდება.

აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის მიერ 2026 წლის 10 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის და რუსეთის პროპაგანდისტების მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის განცხადებების შესახებ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში გაკეთებული კომენტარის გამო, მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წარმოება დაიწყო.

ამ თემაზე:

შსს-ს ქართველი აქტივისტის დასჯა სურს, რომელმაც ერეკლე მეფის შეურაცხყოფისთვის სოლოვიოვს და სიმონიანს შეაგინა FB-ზე