საიას შეფასებით, ოპოზიციის დევნის საქმეში უკვე ჩანს პოლიტიკური მდგენელის ნიშნები

2 hours ago 1

საია ეხმიანება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესების დაჩქარებულად ჩანიშვნასა და სხდომის დარბაზიდან ადვოკატების (ბექა ბასილაიას და დიმიტრი საძაგლიშვილის) გაძევების და საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის საკითხს.

საიას შეფასებით, დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის მექანიზმის ისეთი თვითნებური გამოყენება, რომ ეს ინსტიტუტი დაცვის უფლების განხორციელების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად წარმოჩინდეს.

“ამასთან, საქმეზე სხდომების დანიშვნის დაჩქარების პრაქტიკა აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის აღნიშნული დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე ეს სისხლის სამართლის საქმე პროცესის წარმართვის მოდალობებშიც ავლენს პოლიტიკური მდგენელის აშკარა ნიშნებს.

იმ პირობებშიც კი, რომ მოსამართლე თ. მახარობლიძემ საია, როგორც მიუკერძოებელი დამკვირვებელი, პროცესებს არ დაასწრო მათი დახურვის შემდეგ, საია ამ საქმის მასალებს დეტალურად სწავლობს და საზოგადოებას მომავალში გააცნობს შესაბამის შეფასებას ამ საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსობრივი და პროცედურული გარანტიების უზრუნველყოფაზე”, – აცხადებენ საიაში.

სრულად წაკითხვა