საკადრო ცვლილება უკრაინის არმიაში – მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და შიდა დაპირისპირების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გადააყენა.
არმიის ახალ ხელმძღვანელად გენერალი მიხაილო დრაპატი დაინიშნა.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ღია კონფლიქტი სირსკისა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, მიხაილო ფედოროვს შორის, რამაც ქუჩის საპროტესტო ტალღაც გამოიწვია.
ოფიციალური კიევი გენერალური შტაბის სრულ განახლებას იწყებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მიხაილო ფედოროვს მთავრობაში ახალი თანამდებობა შესთავაზა, რომელიც სახელმწიფოს ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებასთან იყო დაკავშირებული. ევჰენ ხმარა კი გუშინ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დამტკიცდა.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·