საკადრო ცვლილებები უკრაინის მთავრობაში – თავდაცვის მინისტრის პოსტს იგორ კლიმენკო დაიკავებს

1 week ago 30

1

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი, თანამდებობიდან დაითხოვა.

უკრაინული გამოცემის, Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ფედოროვის გადაყენებამდე ზელენსკი სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდა.

მოგვიანებით ფედოროვმა თანამდებობის დატოვება სოციალურ მედიაში დაადასტურა და დაწერა, რომ “დიდი პატივი იყო თავდაცვის მინისტრის პოსტზე უკრაინელი ხალხისთვის სამსახურის გაწევა.”

X-ზე გავრცელებულ პოსტში ფედორომა თანამდებობაზე ყოფნის დროს 20 მნიშვნელოვან მიღწევას გაუსვა ხაზი, მათ შორის, რუსული ძალებისთვის Starlink-ის გათიშვას, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ლოგისტიკის წინააღმდეგ კამპანიასა და სამხედრო რეფორმის ინიციატივას.

ხოლო წარუმატებლობებზე საუბრისას ფედოროვმა აღნიშნა, რომ მან ვერ შეძლო NATO-ს სტანდარტებისა და “საღი აზრის” შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს სრული ორგანიზაციული გარდაქმნა.

ამას გარდა, ზელენსკიმ უკვე გამოაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Naftogaz-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, სერგიი კორეცკი გახდება. ზელენსკიმ პრემიერმინისტრი იულია სვირიდენკო თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ წელიწადში დაითხოვა.

“პრიორიტეტები მკაფიოა – ზამთრისთვის მომზადება. მაშასადამე, ყოველგვარი კონსულტაციების შემდეგ, სერგიი კორეცკი ნამდვილად ყველაზე მომზადებული კანდიდატია უკრაინის პრემიერმინისტრის თანამდებობისთვის.” – განმარტა მან. (ტაბულა)

სრულად წაკითხვა