საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ყველა ის დრაკონული კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ წინააღმდეგობის ჩასახშობად მიიღო – ვახუშტი მენაბდე

3 days ago 7

9

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე წერს:

,,ახლა შევამოწმეთ და საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ყველა ის დრაკონული კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ წინააღმდეგობის ჩასახშობად მიიღო, ცოტა ხნის წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ ღამის 12 საათზე, ისინი ძალაში შევა. მალე დეტალურად შეგატყობინებთ შეცვლილი წესების შესახებ.

Update: ეს არის პირველი კანონი, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა მოაწერა ხელი. კარგი სიმბოლოა.“

კანონები, რომელიც ძალაში შედის:

  • გაზრდილი ჯარიმა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული (1000 ლარის ჯარიმა და მართვის უფლების 1 წლით შეჩერება);
  • ჯარიმები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისა და ვანდალიზმისთვის (1000 – 3500 ლარამდე);

ახალი სამართალდარღვევები:

  • შსს-ს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ან ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ან/და დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ან ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება (2000 ლარი, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით);
  • შეკრება-მანიფესტაციის დროს პიროტექნიკური ნაწარმის, ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას;

ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა (2000 ლარის ჯარიმა);

შეკრებებისა და მანიფესტაციების სხვა წესების დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები (500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი, ორგანიზატორზე – 15000 ლარი).

სრულად წაკითხვა