WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, ხმათა უმრავლესობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩია.

პლენუმმა ასევე დაამტკიცა სასამართლოს კოლეგიების ახალი შემადგენლობები:

  • პირველი კოლეგია: ვასილ როინიშვილი (კოლეგიის თავმჯდომარე), ევა გოცირიძე, გოგა კიკილაშვილი.
  • მეორე კოლეგია: გიორგი თევდორაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე.

სასამართლო სისტემაში მოსვლამდე სერგო მეთოფიშვილი პროკურატურაში მუშაობდა. ბოლოს, 2025 წლის ივლისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც მეთოფიშვილი ხშირად აკრიტიკებს, მას სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. კლანის აქტიურ წევრად მოიაზრებენ. მეთოფიშვილი იმ მოსამართლეთა შორისაა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას (ე.წ. ვეტინგს).

მეთოფიშვილმა უნამუსოები და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ერთ კონტექსტში მოიხსენია

მეთოფიშვილმა უნამუსოები და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ერთ კონტექსტში მოიხსენია

მეთოფიშვილის თქმით, ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას