საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარიას გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსი, „თავისუფლბის მოედნის“ ლიდერი, ლევან ცუცქირიძე. იმის მიუხედავად, რომ ცუცქირიძე ამ საქმეში მხარე არ არის, ის სხდომას ესწრებოდა.
- „გთხოვთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა და გამოიყენოთ“, - მიმართა ცუცქირიძემ მოსამართლეებს სხდომის გახსნამდე.
- „ჯერ სხდომა არ დაწყებულა... გაიყვანეთ“, - თქვა რევაზ ნადარიამ.
- „ვიღაცის მომავალი დაწერილია და თქვენი ჯერ არა“, - თქვა ლევან ცუცქირძემ დარბაზიდან გაყვანის დროს.
დღეს, 21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა.
საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.
ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.
პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განხმილველი მოსამართლეების უმრავლესობას: რადგან სდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
radiotavisupleba ახალი ამბები