8
საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ქართული ოცნების სარჩელი, რომლითაც ისინი პარტიების აკრძალვას ითხოვენ.
სარჩელის მიღების თარიღი 31 ოქტომბერია. დოკუმენტს ხელს ქართული ოცნების პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს.
ქართულ ოცნებას პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით აპირებს, აკრძალოს შემდეგი პარტიები:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- კოალიცია ცვლილებისთვის – შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია ახალზე
- ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ ეს დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის არჩევნების წინ მისცა. სწორედ ამ მიზნით, პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც წინა ხელისუფლების საქმიანობა “შეისწავლა” – 2003 წლიდან დღემდე.

6 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·