საკრებულოს სხდომას, სადაც კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, არც ერთი პარტია არ ესწრება

2 weeks ago 10

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას, სადაც კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, არც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები დაესწრებიან.

განცხადება ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თამარ ხვედელიანმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

“ასეთ ვითარებაში, ცხადია, არ დავესწრებით დღევანდელ სხდომას კორუმპირებულ, მოღალატე და მოძალადე „ოცნების“ უმრავლესობასთან ერთად. ჩვენ პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას და დღეს, 19:00 საათზე ყველას გელოდებით დედაქალაქის მთავარ გამზირზე.ერთად მოვითხოვოთ ახალი არჩევნები და ივანიშვილის მიერ მძევლად აყვანილი, უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება“- განაცხადა თამარ ხვედელიანმა.

საკრებულოს სხდომას არ ესწრებიან არც “კოალიცია ცვლილებისთვის” დეპუტატები.

სრულად წაკითხვა