გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა.
ცხედარი, მის კუთვნილ მიკროავტობუსში ნახეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: „მთავარი ამბები კახეთიდან“
pozitivi.ge