პოლ პოგბას ძმას, მატიას პოგბას სასამართლომ 3-წლიანი პატირმობა მიუსაჯა - მას ბრალად საკუთარი ძმის, პოლ პოგბას გატაცებაში მონაწილეობა ედება.
ყველაფერი 2022 წელს მოხდა, როვა ფრანგი სუპერვარსკვლავი ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა გაიტაცა და გამოძალვის მიზნით 13 მილიონი ევრო მოსთხოვეს.
მატიასის სასჯელიდან მისჯილი 3 წლიდან 2 პირობითია და ის სასჯელს შინაპატიმრობაში მოიხდის. რაც შეეხება საქმეში მონაწილე სხვა პირებს, მათ სასამართლომ 1-დან 8 წლამდე პატიმრობა შეუფარდა.