2
სექტემბრის თვეში გაზრდილი ფინანსური საჭიროებების ფონზე, ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებისთვის სალომბარდე სესხის მიღების პროცესსა და მის უპირატესობებს განმარტავს. კომპანიის მიერ შეთავაზებული პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული, გამჭვირვალე და მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, სესხის აღების პროცედურა რამდენიმე მარტივი ეტაპისგან შედგება:
1. ფილიალში ვიზიტი: მომხმარებელს შეუძლია, ეწვიოს „ექსპრეს ლომბარდის“ ნებისმიერ ფილიალს. ფილიალების უმეტესობა 24/7 რეჟიმში მუშაობს, რაც მომსახურების მიღებას ნებისმიერ დროს ხდის შესაძლებელს.
2. ნივთის შეფასება: სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები მომხმარებლის თანდასწრებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აფასებენ ოქროს, ვერცხლისა თუ ბრილიანტის ნაკეთობას. პროცესი სრულიად უსაფრთხოა და მიმდინარეობს ნივთის დაზიანებისა და გაქლიბვის გარეშე.
3. პირობების შეთანხმება: შეფასების დასრულების შემდეგ, ექსპერტ-შემფასებელი მომხმარებელს აცნობს შემოთავაზებული თანხის მაქსიმალურ ოდენობას. თანხმობის შემთხვევაში, ფორმდება სესხის ხელშეკრულება, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა პირობა.
4. თანხის მიღება: ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, მომხმარებელი თანხას მომენტალურად იღებს.
„ჩვენი მიზანია, სალომბარდე სესხის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და გასაგები ყველასთვის. გვსურს, მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რა მარტივ ნაბიჯებს გადის და რა ხელსაყრელ პირობებს იღებს, როცა ის „ექსპრეს ლომბარდს“ ირჩევს,“
პროცესის სიმარტივის გარდა, „ექსპრეს ლომბარდი“ მომხმარებელს შემდეგ ძირითად პირობებსა და უპირატესობებს სთავაზობს:
- მაღალი შეფასება: მომხმარებლის ნივთი ყოველთვის ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფით ფასდება.
- უსაფრთხოება: კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას ნივთის უსაფრთხოებაზე.
- ხელმისაწვდომობა: ფილიალების ფართო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით და 24/7 მომსახურება უზრუნველყოფს სერვისის ხელმისაწვდომობას.
- მოქნილი გრაფიკი: მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თავად აირჩიოს სარგებლის გადახდის პერიოდი – ყოველთვიურად ან 3 თვეში ერთხელ.
- კომფორტული და პრივატული გარემო: „ექსპრეს ლომბარდის“ ფილიალებში დაცულია მომხმარებლის კონფიდენციალურობა და შექმნილია თანამედროვე, კომფორტული გარემო.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ეწვიონ კომპანიის ფილიალებს ან დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს.032 2 39 39 39 | *3939
expresslombard.ge
(R)