უკვე კვირაზე მეტია საქართველო მსოფლიო მედიის ობიექტივშია. თბილისი და რეგიონები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები შვიდი დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.
მთავრობის გადაწყვეტილებას საჯარო უწყებებში თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა, ასევე გაიფიცნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები. რამდენიმე დღის წინ გაფიცული მსახიობების თემას სალომე გოგიაშვილი გამოეხმაურა და დაწერა: "მართლა ვერავის ვცნობ და ვინ არიან, საიდან იფიცებიან".
მის კომენტარს მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა უპასუხა: "თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე, მაშინ იცნობ!". თუმცა მათი სოცქსელში "პაექრობა" აქ არ დასრულებულა.
ნანკას გოგიაშვილმა ასე უპასუხა: შოპინგი თერაპიაა ჩემთვის, შენ შეგიძლია მოსინჯო წამალს და მოსაწევს სჯობს".
"მრავალშვილიან დედა სალომე გოგიაშვილს, სხვების შვილები რომ არც ახსენდება ესეთ დროს,როცა მსგავსი მდაბიო პასუხი აქვს, თეატრში იარეზე, იქნებ გადასცეთ,რომ მისი მეგობარი ნიკუშა კაცია დაიჭირეს, ჩაუდეს 14გრამი კოკაინი და სამუდამო პატიმრობით ემუქრებიან, განსხვავებული აზრის ქონის გამო! ამაზეც გააკეთოს კომენტარი,იქნებ მომავალში ესეც აღარ გაექცეს! პ.ს.ისე თეატრში რომ გევლო,იქნებ პასუხიც უფრო დახვეწილი გქონოდა" - დაწერა ნანკა კალატოზიშვილმა გოგიაშვილის კომენტარის საპასუხოდ.
წყარო