საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად მიიწვიეს. ეს დღეს, 16 დეკემბერს, ევროპარლამენტის თავმომარემ, რობერტა მეცოლამ გააკეთა.
„ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც უკვე ორი კვირაა ქუჩებში მშვიდობიანად, ვნებით, იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ისინი აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, როცა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. საქართველოს მოქალაქეებო: ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.
ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების
ჩვენ მოვუწოდებთ, მათ შორის სანქცირებას იმ პირებისა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე. ჩვენ ვთხოვთ ყველა, 27-ვე წევრ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და ამ ზომების შესახებ შეთანხმდნენ.
ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ, თუ რომელი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო“, — განაცხადა მეცოლამ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.