სალომე ზურაბიშვილი: მე აქედან გამოვალ, გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, ჩემთან ერთად მიმაქვს თქვენი ნდობა

2 days ago 4

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.

ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა კვლავ თავს თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

"იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქით არის ჩაკეტოლობა, ჩვენ ვართ გარეთ, იმიტომ რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსიტუტუციის და თქვენს მიმართ ერთგულებაზე და არაფერი არ შეცვლილა.

მე აქედან გამოვალ, გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს თქვენი ნდობა და ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და ასევე გაიხსენა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული თარიღი, რომლის თანახმადაც მეხუთე პრეზიდენტი ითხოვდა მასთან მოლაპარაკებას ახალი არჩევნების შესახებ ს 29 დეკემბრამდე.

სრულად წაკითხვა