“სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდების ენერგია საქართველოს

2 weeks ago 15

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მწვავე შეფასებას აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით:

,,ეს ადამიანი დიდი ხანია, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსულია. ჩვეულებრივი რიგითი, ასე ვთქვათ – კოლექტიური ომისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, რომელიც მაქსიმალურად პედალირებს იმისათვის, რომ ქვეყანაში არაკონსტიტუციური ვითარება შეიქმნას – სიტუაციის ესკალაცია მოხდეს.

ის არასდროს შევა კონკრეტულ მსჯელობაში, თუ რატომ არის კანონი რუსული?! არა რუსულ კანონს, კი – ქართულ კანონს, ეს არის ჩვენი პასუხი.

სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდების ენერგია იქნება, თუ რაც იქნება, საქართველოს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. ყველგან ილაპარაკებს ყველაფერს იმისათვის, რომ როგორმე ამ ქვეყანაში არაკონსტიტუციური, ასე ვთქვათ – პროცესები განავითაროს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა