„ჩემი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა თქვენთან ერთად გავიყვანო იმ სამშვიდობოზე, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლების და მისი კურსის გარეშე არ შეიძლება, რომ იყოს მიღწეული“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მას ჟურნალისტმა ჰკითხა ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, როგორი იქნება მისი პოლიტიკური გეგმები.
„როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ არჩევნებში და ამაში ჩემი მონაწილეობა, ეს არის ხვალინდელი კითხვა“, - უპასუხა ზურაბიშვილმა ჟურნალისტს.
მიხეილ ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას არ ცნობენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი. ყაველაშვილი იყო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი 2023 წელს.
ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. ივანიშვილს ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე აშშ-მ სანქციები დაუწესა.