წაკითხვა: 1
29 ივნისს, რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა შეკრებილ ადამიანებს, მიულოცა და შეახსენა, რომ უკვე 7 თვეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მის გამოსვლაში ახალი არაფერი თქმულა, თქვა ის, რაც არაერთხელ უთქვამს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროა ერთიანობა, რაც მათი გამარჯვებით დასრულდება.
9 წუთიანი გამოსვლის შემდეგ მან ტერიტორია დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა.
ზურაბიშვილის გამოსვლით უკმაყოფილოები არიან ნაციონალურ მოძრაობაში, პარტიის რამდენიმე წევრმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი უბრალოდ ერთობა და ხელშესახები არაფერი კეთდება.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს