წაკითხვა: 1
საფრანგეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გამოემცნაურა, ხელი ამოართვა და ბოლოს ჰოლში ესაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, დონალდ ტრამპს ესაუბრა და საქართველოში მოპარული არჩევნები ამხილა. ამის შესახებ პრეზიდენტი ფეისბუქზე წერს:
“სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები”– წერს ზურაბიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს