სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების გეგმა წარმოადგინა

1 month ago 5
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 25 თებერვლის აქციაზე პარლამენტთან. წყარო: სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქის გვერდი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნებისთვის ხუთნაბიჯიანი გეგმა წარმოადგინა, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაა.

მან პირველად გეგმა 25 თებერვალს პარლამენტთან გამართულ აქციაზე საუბრისას გაასაჯაროვა. ზურაბიშვილის თქმით, გეგმას ალტერნატივა არ აქვს და რომ ეს არის პირდაპირი პასუხი საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნაზე, რომლებიც უკვე სამი თვეა ხელისუფლების ანტი-ევროპულ პოზიციას აპროტესტებენ.

სალომე ზურაბიშვილის გეგმა ასეთია:  

  1. არჩევნების პირობების დაწესება;
  2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება;
  3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა;
  4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის;
  5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა – „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები:
  6. პოლიტპატიმრების გათავისუფლება
  7. რუსული კანონების გაუქმება
  8. სამართლიანი სასამართლოს აღდგენა

ზურაბიშვილი შეხვედრებს მართავს ოთხ მთავარ ოპოზიციურ ძალასთან, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, დიპლომატებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან, რათა განიხილონ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი და განსაზღვრონ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს მომავალი არჩევნები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა