“სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ” – ირაკლი კობახიძე

5 hours ago 2

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს 29 დე­კემ­ბერს მო­უ­წევს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა. ვნა­ხოთ, სად გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, გი­სო­სებს მიღ­მა, თუ გა­რეთ – მგო­ნია, მას ეყო­ფა გო­ნი­ე­რე­ბა, რომ არ და­არ­ღვი­ოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ნორ­მე­ბი, – ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა გან­მარ­ტა, ამ 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებს.

“1 კვი­რაც აღარ აქვს დარ­ჩე­ნი­ლი სა­კუ­თარ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ზუ­რა­ბიშ­ვილს. ამ 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებს, მარ­თა­ლია ზოგი ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ჩი­ნოვ­ნი­კი აცხა­დებს, რომ 29 დე­კემ­ბრამ­დე ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, რომ არა­ვი­თა­რი ბევ­რი რამ არ მოხ­დე­ბა. Deep state სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ გა­ი­მარ­ჯვებს, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია ვერ გა­ი­მარ­ჯვებს. 29-ში მო­უ­წევს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა. ვნა­ხოთ, სად გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, გი­სო­სებს მიღ­მა, თუ გა­რეთ. მგო­ნია, მას ეყო­ფა გო­ნი­ე­რე­ბა არ და­არ­ღვი­ოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ნორ­მე­ბი“,- აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

სრულად წაკითხვა